A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

უა უბ უზ უი ულ უნ უო ურ უს უუ უფ უშ უძ უხ
ურა ურბ ურთ ურნ ურო

ურბახ-ვიტეს სინდრომი

Rus. Урбаха-Витте синдром
მემკვიდრეობითი დაავადება, ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით, მათში მკვრივი მოყვითალო პროტეინ-ლიპიდების დაგროვებით, პაპილომატოზით, ქალასშიგა ორმხრივი კალცინოზით („ანგელოზის ფრთები“), ცილოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლით. ადრევე აღინიშნება ხმის ჩახლეჩა ხორხისა და ხმის იოგების დაზიანების გამო. გვიან იცვლება სარძევე კბილები. ფსიქიკის მხრივ – ეპილეფსიფორმული გულყრები (დიდი ან ფსიქომოტორული), მეხსიერების მნიშვნელოვანი დაქვეითება შედარებით შენარჩუნებული ინტელექტის ფონზე, ფსიქიკური ინფატილიზმის მოვლენები. მემკვიდრეობის ტიპი – ავტოსომურ-რეცესიული. Urbach E., Weithe C., 1924
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9