A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰალუცინაციები წარმოსახვისა პარანოიული

Rus. галлюцинаций воображения параноические
(Ушаков Г.К., 1971) ფსიქოგენური რეფლექსური ჰალუცინაციები აღინიშნება პარანოიულ ფსიქოპათებში და სხვადასხვა წარმოშობის პარანოიალური მდგომარეობების დროს. დამახასიათებელია წარმოდგენილი სახეების კაშკაშა ვიზუალიზაცია, მათი სიცხოველე, გარეგანი პროექცია, ხატოვანი შთაბეჭდილების უცნაური ერთობლიობა რეალურ ობიექტებთან, სახის ობიექტივიზაცია სუბიექტის პიროვნებასთან დაკავშირებით. ამავე დროს ჭეშმარიტი ჰალუცინაციებისგან განსხვავებით. ჰალუცინაციები წარმოსახვისა პარანოიული ხასიათდება ფრაგმენტუელობით, არამყარობით. შინაარსის მსგავსებით პარანოიალური ინტერპრეტაციიის ფაბულასთან, განცდილ სიტუაციასთან მესაბამისობით. მისი პათოგენეზი აიხსნება კალბაუმის (Kahlbaum K.,1866) მიერ აღწერილი „რეპერკუსიის მექანიზმის“ შეხედულებით: გამწვავებული ავადმყოფური წარმოსახვა წარმოადგენს დიდი ტვინის ქერქის შესაბამისი სისტემების ფუნქციური აგზნების მიზეზს, რაც განაპირობებს სახეების ვიზუალიზაციას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9