Rus. Гиппель-Линдау болезнь (Hippel E.,1895: Lindau A., 1926). რეტინო-ცერებელური ანგიომატოზი. თანდაყოლილი დაავადება, ხასიათდება მრავლობითი ანგიობლასტომებით, რომლებიც ლოკალიზდება უპირატესად ბადურაზე, ნათხემში, შინაგანი ორგანოების განვითარების დარღვევებით ან მათი კეთილთვისებიანი სიმსივნეებით (კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმლის, ღვიძლის კისტომები). ზოგჯერ აღინიშნება ჰიპერნეფრომა. ფსიქიკის მხრივ ორგანული ფსიქოსინდრომის მოვლენები (პიროვნების რეგრესი, ოპერატიული მეხსიერების დაქვეითება, გამღიზიანებლობა, აგზნება, მომეტებული დაღლილობა). ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკა იგივეა. რაც შუბლის ლოკალიზაციის სიმსივნური პროცესის დროს (Melmon K.C., Rosen S.W.,1964)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.