Rus. помешательство циркулярноеL. circulars - წრიული ტიპურად მიმდინარე ცირკულარული (მანიაკალურ-დეპრესიული) ფსიქოზის პირელი აღწერა, ხასიათდება „მანიაკალური მდგომარეობების, დეპრესიული მდგომარეობების და ნათელი პერიოდების თანმიმდევრული და სწორი მონაცვლეობით.“. ცირკულარული ფსიქოზის დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ჯგუფად გამოყოფისას, აეტორი ეყრდნობოდა მოვლენის მთლიან კომპლექსს“, ხაზს უსვამდა ფაზების ცვლის თანმიმდევრობას, დაავადების მიმდინარეობის კანონზომიერებას, საკითხს აყენებდა კლინიკური გამოვლინებების პროგნოზური მნიშვნელობის შესახებ. Flaret J.-P., 1851
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.