A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შეგ შედ შეე შევ შეკ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეშ შეც

შევალევის ფენომენი დაგვიანებული რეაქტიულობისა

Rus. Шевалева феномен запоздалой реактивности
აღწერილია დროში გადანაცვლებული რეაქტიული მდგომარეობების დროს. ასეთი ტიპის რეაქტიული მდგომარეობების აღმოცენებას უკავშირებენ ან გარკვეული მომენტების არსებობას, რომლებიც ახდენს შთაბეჭდილებების ფსიქიკური გადამუშავების დამუხრუჭებას, ან თვით გადამუშავების პროცესის შენელებას. ეს რეაქტიული მდგომარეობები შინაარსით შესაძლებელია იყოს უშუალოდ დაკავშირებული მატრავმირებელ სიტუაციასთან („გასაგები“) ან შინაგანი გადამუშავების შედეგად შეცვლილი. პერიოდი ფსიქოგენიასა და მოგვიანებულ რეაქციას შორის ხასიათდება როგორც რეაქციის ინტრაფსიქიკური სტადია. პროგნოზი შედარებით არაკეთილსაიმედოა. Шевалёв Е.А., 1935
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9