„უკვე ნანახის“ ფენომენი. რაიმეს პირველად დანახვისას ავადმყოფი ამტკიცებს, რომ ეს მისთვის ნაცნობია წარსულიდან. მაგ., იგი ამბობს, რომ იყო რომელიღაც ქალაქში, სადაც სინამდვილეში იგი არასოდეს ყოფილა. ეს აგრეთვე მიეკუთვნება მოჩვენებითი ნაცნობი სიტუაციის გრძნობას. ზ.ფროიდი მოცემულ ფენომენს განიხილავს როგორც ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმის გამოვლინებას („ნუ გეშინია, შენ უკვე იყავი ამ სიტუაციაში და ყველაფერი შენთვის კარგად დამთავრდა“) და ყოვლისშემძლეობის გრძნობის რეგრესულ გაცხოველებას (მომავლის წინასწარმეტყველების ფორმით). გერმანულ ფსიქიატრიაში აღნიშნული ფენომენი განიხილება როგორც იდენტიფიცირებული პარამნეზიის სინონიმი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.