A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსევდოჰალუცინოზი

Rus. псевдогаллюциноз
Gk. pseudo – ტყუილი
L. hallutinatio – ბოდვა, ხედვა; osis–ს სუფიქსი აღნიშნავს დაავადებას, ავადმყოფურ მდგომარეობას
აღქმის დარღვევის სინდრომი, გააჩნია ინტრაპროექცია და აქვს ეგზოგენური ბუნება. კანდინსკის ფსევდოჰალუცინაციისაგან განსხვავებით, თავში გაგონილი ხმები და ექსტრაპროექციაში ტვინით, და არა თვალით დანახული მხედველობითი სახეები აღმოცენდება შეცვლილი ცნობიერების ფონზე ან ღამის, ან საღამოს საათებში დაღლილობის, ძილიანობის მდგომარეობაში; არ ახლავს აზროვნების პათოლოგია (მანამდე ან ჰალუცინაციების შემდეგ), ნაძალადეობის გრძნობა. ცნობიერების აღდგენას თან ახლავს გადატანილისადმი კრიტიკულობა. კრიტიკა შეიძლება ფ-ის ქრონიკული მიმიდნარეობისას. აღინიშნება ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს. ჭეშმარიტი ჰალუცინოზისაგან განსხვავდება ჰალუცინაციური პროექციის თავისებურებებით. (Рыбальский М.И., 1982)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9