A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსევდოდამბლა ეპილეფსიური

Rus. псевдопаралич эпилептический
(Pelez. 1907). ვითარდება თანდათან, დამახასიათებელია განდიდების ბოდვითი იდეები, გულღია-ეიფორიული გუნება-განწყობა, უზრუნველობა, აზროვნების კრიტიკულობის დაქვეითება, სწრაფად პროგრესირებადი ჭკუასუსტობა, რომელიც მალე იღებს გლობალურ ხასიათს. ექსპანსიური ბოდვითი იდეები უაზროა, ფანტასტიკური. ბოდვა ყოვლეთვის მასშტაბურია, ახლოა წარმოსახვის ბოდვასთან, მასში არ არის ინტერპრეტაციის ელემენტები. მიმდინარეობა – ნელი, შედარებით სტაბილური. უკვე დასაწყისშივე აღინიშნება ძირითადი პიროვნული მორალურ-ეთიკური თვისებების დაქვეითება და ანტისოციალური ტენდენციები (Левятов В.М., 1972). იმავე ავტორმა პეგ-ის დახმარებით დაადგინა ე.ფ-ის დროს თავის ტვინის ქერქის და ქერქქვეშა ატროფია და ჰიდროცეფალია, ისევე როგორც ჭეშმარიტი პროგრესული დამბლის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9