Rus. псевдопаралич сифилический აღინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სიფილისის დროს, კლინიკური სურათი მოგვაგონებს პროგრესული დამბლის მარტივ ფორმას. გლობალური ტიპის ღრმა ჭკუასუსტობა, გუნება-განწყობა ან ეიფორიული, ან დეპრესიულ-იპოქონდრიული. განვითარება თანდათანობითი ან მწვავე, ინსულტების შემდეგ. არაიშვიათად აღინიშნება მეხსიერების დარღვევა კორსაკოვის ტიპით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.