Rus. псевдотуморGk. tumor – სიმსივნე ფსევდოტუმორული სინდრომი, ვითარდება არასიმსივნური გენეზიის თავის ტვინის სხვადასხვა ორგანული დაზიანების, უმეტესად სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს (თავის ტვინის სისხლძარღვთა, განსაკუთრებით შიგნითა საძილე არტერიის ინტრაკრანიალური ნაწილის ანევრიზმებთან დაკავშირებით, ჰიპერტონიული დაავადებების დროს). პირველ შემთხვევაში კლინიკა ხასიათდება პერიოდული ძლიერი ტკივილით თვალბუდის და შუბლის არეში, მხედველობითი დარღვევებით (ამავროზი, სკოტომა, საფეთქლის კვადრანტული ჰემიანოფსია), თვალის მამოძრავებელი, გამზიდველი და სამწვერა ნერვების პარესთეზიით ან დამბლით; მეორე – მოგვაგონებს თავის ტვინის შუბლის ლოკალიზაციის სიმსივნის სურათსდ (თავის ტკივილი, ეიფორია, ზოგჯერ მორია, გამღიზიანებლობა, მრისხანება, ბრადიფსიქიზმი). სისხლძარღვოვანი გენეზის ფ-ის დროს აღინიშნება ჰიპერტენზიული სინდრომის მოვლენები. ფ. აგრეთვე აღინიშნება შილდერის ლეიკოენცეფალიტის მიმდინარეობის ერთ-ერთი ვარიანტის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.