A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქიატრიული ამბულატორული დახმარების მაჩვენებლები

  1. Rus. показатели психиатрической амбулаторной помощи
    ავადობის მაჩვენებელი 1000 მცხოვრებზე: მრიცხველში – წლის განმავლობაში ავადმყოფთა საერთო რაოდენობა გამრავლებული 10000-ზე, მნიშვნელზე – მოსამსახურებელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა
  2. გარკვეული ნოზოლოგიებით ავადობის მაჩვენებელი 10000 მცხოვრებზე: მრიცხველში – წლის განმავლობაში მოცემული ნოზოლოგიით აღრიცხვაზე მყოფი ავადმყოფების რაოდენობა გამრავლებული 10000-ზე. მნიშვნელში – მოსამსახურებელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა
  3. დაავადებიანობის მაჩვენებელი 10.000 მცხოვრებზე: მრიცხველში წლის განმავლობაში აღრიცხვაზე აყვანილ ავადმყოფთა რაოდენობა გამრავლებული 10000-ზე. მნიშვნელში – მოსამსახურებელ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა
  4. აღრიცხვაზე აყვანილ ავადმყოფთა დაავადების სტრუქტურა: მრიცხველში – გარკვეული ნოზოლოგიური დაავადებებით აღრიცხულ ავადმყოფთა რაოდენობა გამრავლებული 10000-ზე, მნიშვნელში – აღრიცხული ავადმყოფების საერთო რაოდენობა
  5. ექიმის დატვირთვა ერთ მცხოვრებზე: მრიცხველში – ექიმის მიერ მიღებული ავადმყოფების რაოდენობა (ყველა სახის), მნიშვნელში – მცხოვრებთა რაოდენობა
  6. აღრიცხული ავადმყოფების მომსახურეობის მაჩვენებელი: მრიცხველში – ექიმის მიერ მიღებული ავადმყოფების საერთო რაოდენობა, მნიშვნელში – აღრიცხულ ავადმყოფთა საერთო რაოდენობა
  7. ექიმის დათვირთვა 1 საათის განმავლობაში: მრიცხველში – დღის განმავლობაში მიღებულ ავადმყოფთა რაოდენობა, მნიშვნელში – დღის განმავლობაში სამუშაო საათების რაოდენობა
    Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9