Rus. психикаGk. psychikos – რაც მიეკუთვნება სულს, სულიერ თვისებებს მაღალორგანიზებული მატერიის, ტვინის თვისება, წარმოადგენს სუბიექტის მიერ ობიექტური რეალობის აქტიური ასახვის განსაკუთრებულ ფორმას. ფ. აღმოცენდება მაღალორგანიზებული ცოცხალი არსებების გარე სინამდვილესთან ურთიერთქმედების შედეგად ფსიქიკური ასახვა წარმოიშობა სუბიექტის მოქმედებით, იგი ასაშუალებითებს მას და ასრულებს ორიენტაციის, მისი მართვის ფუნქციას. ფ-ის წყალობით ადამიანის მოქმედება და ქცევა მუდმივად ექვემდებარება თვითრეგულირებას ფ. განსაზღვრავს ადამიანის მოქმედებას, რომლის პროცესში ხდება სინამდვილის ასახვის ადეკვატურობის შემოწმება. ცნობიერება როგორც პიროვნების მოქმედების რეგულაციის და ფორმირების წამყვანი დონე, წარმოადგენს ფ-ის აქტივობის უმაღლესი გამოხატულების წყაროს. მასში არჩევენ მოქმედების გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ ფორმებს (ცნობიერი და არაცნობიერი)
Synonym: ფსიქიკური მოქმედება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.