A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქიკური აქტივობა

Rus. психическая активность
ფსიქიკის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელზეც დამოკიდებულია ფსიქიკური მოქმედების პროდუქციულობა, განისაზღვრება ადამიანის ინდივიდუალურ-პიროვნული თვისებებით, სურვილებით, სასიცოცხლო ტონუსით. არ წარმოადგენს კონსტანტურ კატეგორიას. შეიძლება მსჯელობა გარკვეული პიროვნებისათვის ფ.ა-ის უპირატეს დონეზე, თუმცა, სიცოცხლის მანძილზე იგი განიცდის აღმასვლას და ვარდნას, რაც დამოკიდებულია როგორც ბიოლოგიურ, ისე სოციალურ მომენტებზე. ფ.ა. ყოველთვის არ შეესაბამება აზროვნებითი მოქმედების მიმდინარეობის დონეს, ადამიანის უნარს, რის გამოც, რიგ შემთხვევებში გამოხატული ფ.ა-ის დროს მიღწევები შეიძლება იყოს უმნიშვნელო
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9