Rus. психоактивные вещества კრებითი სახელწოდება. ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და ცვლის მისი რმელიმე ფუნქციის მოქმედებას; მაგ., ასტიმულირებს, ააგზნებს, ამშვიდებს, იწვევს ძილს, იწვევს ან ახდენს ჰალუცინაციების კუპირებას და ა.შ. ეს ნივთიერებები მიეკუთვნება სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს; მაგ., ნარკოტიკულს, ფსიქოტროპულს და ა.შ.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.