A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები კარდიოგენური

Rus. психозы кардиогенные
განპირობებულია გულის მძიმე, მწვავე ან ქრონიკული პათოლოგიით (მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმიის შეტევები, სტენოკარდია და გულის მოქმედების სხვა დარღვევები). მწვავე ფსიქოზები კ. მიმდინარეობს მწვავე ეგზოგენური რეაქციების ტიპით, ცნობიერების დაბინდვით ობნუბილაციის სახით (გაბრუება, ზოგჯერ კომა). ხშირია ფსიქომოტორული აგზნება, მოუსვენრობა, სენესტოპათიები, ორმაგი ორიენტირების მოვლენები. კორონარულ-ცერებრული სინდრომის არსებობის დროს (Боголепов П.К., 1949) შესაძლებელია ანოზოგნოზიის მოვლენები. ფსიქოზები კ-ის ქრონიკული, გახანგრძლივებული ფორმები აღინიშნება გულის მზარდი უკმარისობის დროს; ამ დროს აღინიშნება ასთენიურ-დეპრესიული მდგომარეობები, შიში, შფოთვა, ზოგჯერ – არაადეკვატური ეიფორია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9