A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები ლეგირებული

Rus. психозы легированные
G. legieren
L. ligare – შეერთება, დაკავშირება
(Arnold O., 1966). ფსიქოზების ფორმა, რომელთა კლინიკურ სურათში ერთმანეთს ერწყმის მანიაკალური, დეპრესიული და შიზოფრენიული რიგის გამოვლინებები. არჩევენ ლ.ფ-ის ოთხ ფორმას: I – შიზოფრენიული და ციკლოთიმიური სიმპტომატიკა, აღმოცენდება სინქრონულად და თანაბარზომიერად ხანმოკლე შეტევების სახით, მათ შორის ხანგრძლივი ინტერვალებით; II – დამახასიათებელია პირველ პლანზე წამოწეული შიზოფრენიული სიმპტომები, შედარებით ხანგრძლივი შეტევები და ხანმოკლე ინტერვალები (მანიაკალურ- ან დეპრესიულ-ლეგილებური შიზოფრენია); III – დაავადების სურათში წამყვანი ადგილი უჭირავს აფექტური დარღვევების, შიზოფრენიული სიმპტომატიკა არამუდმივია და არამკვეთრად გამოხატული (შიზოფრენიულ-ლეგირებული მანიაკალური და დეპრესიული ფორმები); IV – რეციდიული კატატონია მხოლოდ პირველი ფორმა მიეკუთვნება მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს, დანარჩენი კვალიფიცირებულია როგორც შიზოფრენიის მსგავსი ფორმები ფაზური ან რედიციული მიმდინარეობით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9