Rus. алкоголизма классификация по Баищикову ალფა-ალკოჰოლიზმი – ალკოჰოლიზმის ფორმა მისდამი ფსიქიკური დამოკიდებულებით. ალკოჰოლის მიღება ხდება ემოციური დაძაბულობის მოხსნის, უსიამოვნო განცდების თავიდან აცილების და ეიფორიის მდგომარეობის გამოწვევის მიზნით. ამ ფორმის დროს ვლინდება ალკოჰოლის მიღების შემთხვევების სიხშირე. არ არის გამოხატული კონტროლის დაკარგვა, ტოლერანტობის აწევა და ფიზიკური დამოკიდებულება. სოციალური შედეგები შემოიფარგლება ოჯახური და საწარმოო პიროვნებათაშორისი ურთიერღობების დარღვევით.
გამა-ალკოჰოლიზმი – ფორმა, რომლის დროსაც გამოხატულია ალკოჰოლისადმი ფიზიკური დამოკიდებულება და რაოდენობრივი კონტროლის დაკარგვა. უკანასკნელი ამ ფორმის ძირითადი მახასიათებელია. შესაძლებელია აბსტინენვიური სინდრომის აღმოცენება. სოციალური შედეგები გამოხატულია ავადმყოფის საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობის გაუარესებით.
დელტა-ალკოჰოლიზმი – ალკოჰოლიზმის ფორმა, მიმდინარე ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომით. რეგულარულად მიღებული ალკოჰოლის ინდივიდუალური დოზები არ იწვევს გამოხატულ სიმთვრალეს. აბსტინენციური სინდრომი აიძულებს ავადმყოფს, მუდმივად იყოს მსუბუქი სიმთვრალის მდგომარეობაში. შენარჩუნებულია ალკოჰოლის მიღების კონტროლი. პიროვნება შედარებით ხანგრძლივი დროის მანძილზე სოციალურად შენახულია.
ეფსილონ-ალკოჰოლიზმი – ფორმა, რომლის დროსაც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას თან ახლავს კონტროლის დაკარგვა (როგორც გამა–ალკოჰოლიზმის დროს). ალკოჰოლური ექსცესის შემდეგ რაღაც დროის განმავლობაში კონტროლის დაკარგვა არ აღმოცენდება და სპირტიანი სასმელის გამოყენება სრულიად კონტროლირდება, არ განსხვავდება ასეთივესაგან ჯანმრთელ ადამიანებში.
ძეტა-ალკოჰოლიზმი – ფორმა, მიმდინარე ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომით, ალკოჰოლის მიღება ატარებს ხშირ, მაგრამ არარეგულარულ ხასიათს და მთავრდება გამოხატული სიმთვრალით. სმის ეპიზოდები შემოიფარგლება ალკოჰოლის დოზებით, რომლებიც არ იწვევს კონტროლის დაკარგვას. სოციალური შედეგები სხვადასხვაგვარია: პიროვნებათაშორისი დამოკიდებულებების დარღვევიდან საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებამდე.
ეტა-ალკოჰოლიზმი – ფორმა, მიმდინარე ფსიქოლოგიური დამოკიდებულებების სინდრომით. ალკოჰოლური ექსცესები აღმოცენდება მკაფიო მოტივაციის გარეშე და გარეგნულად ჰგავს ალკოჰოლური ტრადიციების გამოვლინებას. სმა შეიძლება იყოს საქმიანი და პიროვნული კონტაქტების დამყარების საშუალება. საუბარში ვლინდება რეალობიდან მოწყვეტა, არაპროდუქტიული, უსაგნო ფანტაზირებისადმი ტენდენცია.
თეტა-ალკოჰოლიზმი – პოლინარკომანიური ფორმა. გვხვდება იშვიათად. გამოხატულია ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება ალკოჰოლის, მისი სუროგატების და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების, ყველაზე ხშირად ბარბიტურატების მიმართ. სოციალური შედეგები დაკავშირებულია ნარკომანიური ტიპით, მიმდინარე პიროვნების გამოხატულ ცვლილებასთან.
იოტა-ალკოჰოლიზმი – ფორმა, რომლის დროსაც ალკოჰოლის მიღება ხდება აკვიატებული შიშების და სხვა ხანგრძლივი ნევროზული და ნევროზისმაგვარი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად; აგრეთვე იმპოტენციის დროს. ხანგრძლივი ფსიქიკური დამოკიდებულება. სოციალური შედეგები ვლინდება მატერიალური მდგომარეობის გაუარესებით და ოჯახური დამოკიდებულების დარღვევით. (Баищиков В.М.. 1969)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.