(ტერმინი მოძველებულია, სწორია ვიხმაროთ მეტალკოჰოლური). ვითარდება ალკოჰოლიზმის II-III სტადიებში. ყველაზე ხშირი ფორმები – თეთრი ცხელება (ალკოჰოლური დელირიუმი), ალკოჰოლური ჰალუცინოზი (მწვავე და იშვიათად ქრონიკული), ალკოჰოლური ბოდვითი ფ. (მწვავე, აბორტული, გახანგრძლივებული პარანოიდები, ალკოჰოლური ღაზოანობის ბოდვა, რომელიც იძენს ქრონიკულ მიმდინარეობას). სტრუქტურის მიხედვით ფ.ა. შეიძლება იყოს რთული – კლინიკურ სურათში თანმიმდევრობით ერთმანეთს ენაცვლება მწვავე ფსიქოზების – პარანოიდის, ვერბალური ჰალუცინოზის, დელირიუმის სურათები. ფ.ა. აღმოცენდება ალკოჰოლიზმის ხანგრძლივი მიმდინარეობისას შინაგანი ორგანოების პათოლოგიის და მეტაბოლიტური დარღვევების დროს. რის გამოც უკანასკნელ დროს მას უწოდებენ მეტალკოჰოლურის
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.