Rus. психозы двигательный ციკლოიდური ფსიქოზების ერთ-ერთი სახე (Leonhard K., 1959). აღინიშნება ორი ფაზა. ჰიპერკინეზური ფაზა ხასიათდება მოძრაობითი აგზნებით და მეტყველებითი დაუკავშირებლობით პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის არარსებობის ან გაღარიბების ფონზე. ამ დროს მოძრაობები გამომსახველია, „რეაქტიული“. შეიძლება აღინიშნებოდეს მეტყველების არარსებობა („მუნჯი ჰიპერკინეზი“). აკინეზური ფაზა ხასიათდება მოძრაობათა (მათ შორის მიმიკურის) გაღარიბებით ან არარსებობით, აზროვნებითი მოქმედების აქტივობის დაქვეითებით. მიმდინარეობა მონო- ან ბიპოლარულია, ნათელი პერიოდებით, რომელთა დროსაც არ აღინიშნება ფსიქიკური დეფექტის ნიშნები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.