აღინიშნება ალკოჰოლიზმის ანტაბუსით (ტეტურამით) მკურნალობის დროს. როგორც უშუალოდ მკურნალობის პროცესში, ასევე ანტაბუსით თერაპიის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მის მიმდინარეობაში არჩევენ 3 სტადიას: პროდრომი, ფსიქოზის კულმინაცია და მისგან გამოსავალი. ძირითად როლს (ღერძულ სინდრომს) ამ დროს იძენს ამენციურ-სტუპიდური სინდრომი ამენციის და „მწვავე დემენციის“ ელემენტებით (Зальцман Г.Я., Ионова Л.И., 1983). იგივე ავტორები კლინიკურ-ფენომენოლოგიურად გამოყოფენ ფ-ის 5 ვარიანტს; 1) ამენციურ-სტუპიდური ვარიანტი; 2) ვარიანტი ფრაგმენტული ჰალუცინაციური და ბოდვითი აშლილობებით; 3) დელირიულ-ონეიროიდული; 4) მწვავე ბოდვითი; 5) აფექტური. ამენციურ-სტუპიდური სინდრომი თან ახლავს ყველა ვარიანტს, თუმცა, პირველში იგი განსაზღვრავს მთელ კლინიკურ სურათს. გამოსავალი – ასთენიური მდგომარეობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.