მწვავე ეგზოგენური ფსიქოზები, აღმოცენდება ატროპინით (ატროპინისშემცველი ნივთიერებების და პრეპარატების მოხმარება) ინტოქსიკაციის დროს. ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ასეთი ფსიქოზები, აღინიშნება ნეიროლეფსიური პრეპარატებით მკურნალობის დროს კორექტირების ზედოზირების შემთხვევებში. დამახასიათებელია მკვეთრი ფსიქომოტორული აგზნებ, მიმდინარე დელირიუმის სურათით, მრავლობითი მხედველობითი, სმენითი და ტაქტილური ჰალუცინაციებით, შიშის და შფოთვის აფექტით. ჩვეულებრივ, გრძელდება 2-3 დღე, მაგრამ მნიშვნელოვანი ზედოზირების შემთხვევაში შესაძლებელია ცნობიერების კომატოზური დარღვევა და ლეტალური გამოსავალი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.