Rus. психоз аффективный атипичный ცირკულარულად მიმდინარე ატიპური აფექტური ფსიქოზები, მიაკუთვნებენ მესამე ენდოგენეზური ფსიქოზების ერთ-ერთ ვარიანტს, თავის სტრუქტურაში ატარებს შიზოფორმულ სიმპტომატიკას. 80-იან წლებში შ. გამყრელიძის (1971-1980) მიერ აღწერილი იქნა ა.ა.ფ-ის ვარიანტები, იგულისხმება შერეული, ლეგირებული, შიზოაფექტური სტრუქტურის ფსიქოზები. აღნიშნული ფსიქოზები განვითარების პროგნოზით მიეკუთვნება მდფ-ს, ხოლო ფენომენოლოგიურად – შიზოფორმულს. ავტორის აზრით, ისინი უნდა განიხილებოდეს აფექტური ფსიქოზების ფარგლებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.