A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები აფექტური ორგანული

Rus. психозы аффективные органические
გამოყოფილია აფექტური ფსიქოზების ფორმების ანალიზის დროს. განიხილება როგორც მდფ-ის ატიპური ფორმები (შერეული მდგომარეობები, აგრეთვე შემთხვევები, რომლებშიც მანიაკალური ან დეპრესიული ფაზები მიმდინარეობს კატატონიური ჩართვებით ან ენაცვლება ონეიროიდულ მდგომარეობებს). დამახასიათებელია: 1. მანიაკალურ ან დეპრესიულ მდგომარეობასთან დისოცირებული სიმპტომატიკის ან ისეთი ღრმა დარღვევების დროს, როგორიცაა ცნობიერების აშლა; 2. ატიპური სიმპტომების სტაბილურობა, რომელიც შენარჩუნებულია მთელი დაავადებების მიმდინარეობაში; 3. არაკეთილსაიმედო გამოსავალი მყარი პიროვნული ასთენიურ-აბულიური ცვლილებების სახით; 4. ავთვისებიანი მიმდინარეობა შეტევების გახშირებით; 5. გაფანტული ნევროლოგიური სიმპტომატიკის არსებობა, მათ შორის ცვლილებები თვალის ფსკერზე; 6. თავზურგტვინის სითხის წნევის და შემადგენლობის ცვლილებები. ეს კლინიკური თავისებურებები დასტურდება რენტგენოლოგიური და ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, რაც მიუთითებს თავის ტვინში ორგანულ ცვლიებებზე მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ადრეული ბავშვთა ასაკის პერიოდებში. Хвиливицкий Т.Я., 1959
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9