A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლიზმის კლასიფიკაცია ელინეკის მიხედვით

Rus. алкоголизма классификпция по Елинеку
კლასიფიკაციის მიხედვით გამოიყოფა ალკოჰოლიზმის 5 ფორმა:

1) ალფა – ალკოჰოლიზმი დაკავშირებულია ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებასთან, როდესაც ალკოჰოლი ხდება ყოველგვარი უსიამოვნო განცდის (დაძაბულობა, ნეგატიური ემოციები და ა.შ.) აცილების საშუალებად. ალკოჰოლის ერთჯერადი დოზები არ არის დიდი, მაგრამ სუბიექტი არ უწევს კონტროლს საკუთარ ქცევას, გარემოებებს, საზოგადოებრივ ნორმებს. ზიანდება ინტერპერსონალური დამოკიდებულებები. აბსტინენციური სინდრომი გამოხატული არ არის. სუბიექტი ნებისმიერ დროს თავს ანებებს სმას;

2) ბეტა – ალკოჰოლიზმი გამოწვეულია სოციალური გარემოებებით (ვითარდება იმ რეგიონებში, სადაც არსებობს „სმის კულტურა“). გართულებები დაკავშირებულია ძირითადად კვების მოშლასთან. აბსტინენციური სინდრომი გამოხატული არ არის. პროგრედიენტულობა არ ჩანს. მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა კონტროლირდება;

3) გამა – ალკოჰოლიზმი გამოხატულია: ალკოჰოლისადმი ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება, აბსტინენციური სინდრომი, რაოდენობრივი კონტროლის დაქვეითება, ალკოჰოლისადმი დაუძლეველი ლტოლვა, ქცევითი დარღვევები, პროგრედიენტულობა;

4) დელტა – ალკოჰოლიზმი დამახასიათებელია ფიზიკური დამოკიდებულება, თავშეუკავებლობა, აბსტინენციური სინდრომი, სუსტი პროგრედიენტულობა;

5) ეპსილონ – ალკოჰოლიზმი პერიოდული ლოთობა მძიმე გართულებებით. (Jellinek E.M., 1962)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9