A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები გრიპოზული

Rus. психозы грпизные
სომატოგენური ინფექციური ფსიქოზის სახე. საწყისი სტადია ხასიათდება დისფორიულ-აპათიური სინდრომით (Целибеев Б.А., 1972). მიმდინარე მძიმე ასთენიის ფონზე. ხშირია ამენციური, დეპრესიული და მანიაფორმული მდგომარეობები. აფექტური სინდრომენი გამოირჩევა ატიპურობით და ხშირად თან ახლავს აბნევის მოვლენები. არჩევენ ტოქსიკურ და ენცეფალიტურ ფორმებს. დვორკინა (Дворкина И.Я., 1975) აღნიშნავს, რომ უკანასკნელი გვხვდება იშვიათად, იმ შემთხვევებში, როცა უხეში ნევროლოგიური სიმპტომატიკა აღინიშნება უკვე დაავადების დასაწყისში ან მწვავე პერიოდის ჩამთავრებისთანავე, შესაძლებელია დემენციის და პათოხასიათობრივი ცვლილებების არსებობა. ხშირად გრიპი ახდენს შიზოფრენიის მანიფესტაციის პროვოცირებას. ამ დროს კლინიკური სურათი თავდაპირველად ატარებს მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაქციების ხასიათს, მაგრამ მალევე ვლინდება მყარი ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომი, მიმდინარე პროგრესული ემოციური გაღარიბების ფონზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9