ფსიქოზები აღმოცენებული ეგზოგენურ ფაქტორებთან დაკავშირებით (ინფექცია, ინტოქსიკაცია და ა.შ.). განსხვავებით ენდოგენური ფსიქოზებისაგან. თუმცა რიგ შემთხვევებში ენდოგენური ფსიქოზები მანიფესტირდება ეგზოგენიის შემდეგ, რაც ასრულებს მაპროვოცირებელი ფაქტორების როლს. ამ შემთხვევებში დაავედების დებიუტი მიმდინარეობს ეგზოგენური ფ-ის სიმპტომატიკით, რომელიც თანდათან ქრება, რის გამოც მეტ გამოსახულებას პოულობს ძირითადი, ენდოგენური დაავადების სიმპტომატიკა. მაგ., შიზოფრენია გრიპოზულ ნეიროინფექციასთან დაკავშირებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.