A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლიზმის კლასიფიკაცია პორტნოვის და პიატიცკაიას მიხედვით

Rus. алкоголизма классификпция по Портнову и Пятницкой
არჩევენ სამ სტადიას:

I სტადია – საწყისი ანუ ნევროსთანიური, ქრება ღებინების დაცვითი რეფლექსი, ძლიერდება ლტოლვა და ყალიბდება ფსიქიკური დამოკიდებულება ალკოჰოლისადმი, იცვლება ორგანიზმის რეაქტიულობა მის მიმართ, ვლინდება პალიმფსესტები;

II სტადია – საშუალო ან ნარკომანიური – დამახასიათებელია ალკოჰოლის მიმართ რაოდენობრივი კონტროლის დაკარგვა, ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რომლის ერთ–ერთი კარდინალური ნიშანია აბსტინენვიური სინდრომი. ტოლერანტობა აღწევს პლატოს, ვლინდება პიროვნების დაქვეითების ნიშნები. აღინიშნულ სტადიაში შესაძლებელია განვითარდეს მეტალკოჰოლური ფსიქოზი (დელირიუმი, ჰალუცინოზი, ბოდვითი ფსიქოზი);

III სტადია – გამოსავალი ანუ ენცეფალოპათიური. დამახასიათებელია ტოლერანტობის დაქვეითება, ღრმა პიროვნული ცვლილებები, ალკოჰოლური დემენცია. ტიპიური ქვემწვავე და ქრონიკული მეტალკოჰოლური ფსიქოზების ნევროლოგიური, სომატური და ფსიქიკური დარღვევები.(Портнов А.А., Пятницкая И.П., 1961-1871)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9