Rus. психозы эпилептические შეიძლება ატარებდეს მწვავე ხასიათს, აღმოცენდება გულყრებთან და მათ ეკვივალენტებთან დაკავშირებით (ბინდისებური მდგომარეობები და დისფორიები). ქრონიკული ფსიქოზები ე. აღინიშნება ფოკალური, საფეთქლის ეპილეფსიის დროს. ტიპურია კრუნჩხვითი პაროქსიზმების და ეკვივალენტების გაიშვიათება ან შეწყვეტა. მათი კლინიკური სურათი უმეტესად განისაზღვრება ქრონიკული ბოდვითი სინდრომით. ბოდვის წარმოქმნა ამ შემთხვევებში ატარებს რეზიდუალურ ხასიათს. ამასთნა ეპილეფსიით დაავადებულებში ხშირად აღინიშნება პათოლოგიური (მოდავეობის) განვითარება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.