Rus. алкоголизма классификпция по Стрельчуку კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფილია:
I სტადია – მსუბუქი, ვითარდება ალკოჰოლისადმი ლტოლვა, იკარგება რაოდენობრივი კონტროლი, მატულობს ტოლერანტობა, შენარჩუნებული შრომის უნარის ფონზე ვლინდება სომატურ–ნევროლოგიური და ფსიქიკური ხასიათის ფუნქციური დარღვევები;
II სტადია – საშუალო, ალკოჰოლისადმი ლტოლვა და ტოლერანტობა მატულობს. სომატურ–ნევროლოგიური და ფსიქიკური აშლილობები მძიმდება. ყალიბდება აბსტინენციური სინდრომი;
III სტადია – მძიმე, ვითარდება ინტოლერანდობა, იცვლება თრობის სურათი, აღმოცენდება თრობის ამნეზიური ფორმები, ძლიერდება ლტოლვა ალკოჰოლისადმი, ვითარდება შეუქცევადი ნევროლოგიური, სომატური და ფსიქიკური დარღვევები.(Стрельчук И.В., 1966)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.