A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები ინტოქსიკაციური

Rus. психозы интоксикационные
სიმპტომური ფსიქოზების სახე, აღმოცედება მწვავე ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს. მწვავე ფსიქოზები ი. მიმდინარეობს ეგზოგენური ტიპის რეაქციებით, გახანგრძლივებული (პროტრაჰირებული) – გამოხატული ასთენიით, ჰიპერესთეზიული ლაბილობით, და უფრო ხშირად, ვიდრე მწვავე, იწვევს ორგანული ფსიქოსინდრომის ფორმირებას ფსიქოპათიზაციით და ეპილეფსიფორმული გამოვლინებებით. სპეციფიკური კლინიკური სურათი განპირობებულია ტოქსიკური ფაქტორის ხასიათით, მაგ., ვერცხლისწლით გამოწვეული ინტოქსიკაციური ფსიქოზის დროს აღინიშბევა დიზართრია, ატაქსია ტრემორი; ტყვიით გამოწვეულის დროს – ეპილეფსიფორმული გულყრები, მეხსიერების გამოხატული დარღვევები და სხვ.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9