A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები მოსაზღვრე

  1. Rus. психозы Краевые
    (Kleist K., 1908). ფსიქოზები, რომელთაც უჭირავს შუალედური მდგომარეობა მანიაკალურ-დეპრესიულსა და შიზოფრენიას შორის. გამოირჩევა პერიოდული მიმდინარეობით და შედარებით კეთილსაიმედო პროგნოზით. ამავე დროს აღინიშნება შიზოფრენიისმაგვარი სიმპტომატიკის არსებობა. თავდაპირველად მათ მიეკუთვნება მოძრაობითი ფსიქოზი და აბნევის ფსიქოზი, შემდგომში ბედნიერება-შიშის ფსიქოზი (Leonhard K.) დაავადების ბიპოლარობის შესახებ თეზისთან დაკავშირებით. ტერმინი „მოსაზღვრე ფსიქოზები“ შეიცვალა ტერმინით „ციკლოიდური ფსიქოზები“
  2. (Kretschmer E., 1948). ფსიქოზები, აღმოცენებული არამკაფიოდ გამოხატული კონსტიტუციური თავისებურებების მქონე პირებში, მაგ., ადამიანში, რომლის კონსტიტუციურ თავისებურებებს უჭირავს შუალედური მდგომარეობა პიკნიკურ და ლეპტოსომურ წრეებს შორის ცნება საწინააღმდეგოა ბირთვული ფსიქოზებისა
    Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9