Rus. психозы органические კრებითი ცნება. ფ-ის ჯგუფი, აღმოცენებული თავის ტვინის ეგზოგენურ-ორგანული დაავადებების შედეგად. დამახასიათებელია დინამიკა მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაქციებიდან გარდამავალი სინდრომების სტადიის გავლით ორგანულ ფსიქოსინდრომამდე დემენციის ან უპირატესად პათოხასიათობრივი ცვლილებების სახით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.