A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები ცეფალგიური

Rus. психоз цефалгический
Gk. kephalë – თავი, algos – ტკივილი
(Mingazzini G., 1893). მწვავე ფსიქოზური მდგომარეობები. აღმოცენებელი ჰემიკრანიის შეტევების დროს. დამახასიათებელია ცნობიერების აშლა ბინდისებური ტიპით და სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები. დასაწყისში ავადმყოფები ხედავენ განუსაზღვრელი ფორმის აფეთქებებს, ზიგზაგებს. შემდეგ მხედველობითი განცდები ხდება მკაფიო და იღებს მკვდარი სხეულების, შავი ფიგურების, ავი მყეფარი ძაღლების, დანიანი მრისხანე ადამიანების და ა.შ. ფორმებს. აღინიშნება შესაბამისობა ჰემიკრანიის გამოხატულებასა და ფსიქოზური აშლილობების აღმოცენებას შორის. ავადმყოფური განცდები აღმოცენდება თავის ტკივილის მაქსიმალური ინტენსივობის დროს და გრძელდება შეტევის განმავლობაში. ცეფალგიური ფსიქოზის ტრანზიტორული ფორმის დროს ფსიქოზური მდგომარეობის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეა. აღწერილია აგრეთვე პრიტრაჰირებული ფორმა, რომელიც გამოირჩევა ხანგრძლივი მიმდინარეობით, ავადმყოფური გამოვლცნებების გამოხატულების ხარისხის მერყეობით და თავისებური კრიზების არსებობით (შემაშინებელი ჰალუცინაციები, აბნეული ცნობიერება, იმპულსური ქცევები)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9