A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები ჰეპატოგენური

Rus. психозы гепатогенный
სომატოგენური ფსიქოზების სახე, გამოწვეული ღვიძლის დაზიანებით. მიმდინარეობა (მისი ხანგრძლივობა და სიმძიმე) დამოკიდებულია სომატური პათოლოგიის ხასიათზე. ინფექციური ჰეპატიტების დროს შესაძლებელია შედარებით ხანმოკლე გარდამავალი მიმდინარეობა, უპირატესად ასთენიის (გამღიზიანებლური სისუსტე), დეპრესიის, ჰიპერესთეზიის, ადინამიის სიმპტომატიკით. ამ დროს არაიშვიათად აღინიშნება მრისხანების. ბოღმიანობის მოვლენები, ქრონიკული ჰეპატიტების, განსაკუთრებით ღვიძლის პროგრესული ციროზის დროს ხასიათობრივი ცვლილებები - დეპრესია, ცნობიერების მზარდი აშლა (ობნუბილაციიდან კომამდე), ეპილეფსიფორმული გულყრები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9