A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები ჰიპერტონიული

Rus. психозы гипертонический
ფსიქოზები, აღმოცენებული თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად ჰიპერტონიული დაავადების დროს. ხშირად ფსიქოზურ მდგომარეობებს წინ უსწრებს ფსიქიკური დისკომფორტის, ცერებრასთენიის ხანგრძლივი პერიოდი. თვით ფსიქოზები ატარებს მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაქციების ხასიათს, როგორც წესი, აღინიშნება ცნობიერების შეცვლის სინდრომები (დელირიული, ამენციური, ბინდისებური). ამ დროს ცნობიერების აშლის კლინიკური სურათი ხასიათდება სიმპტომატიკის დაუსრულებლობით. მისი რედუცირებით, სიღრმის ხშირი ცვლილებებით. ცნობიერების აშლის ეს ტიპი განისაზღვრება როგორც აბნევის მდგომარეობა Bleuler M., 1966: Willi G., 1966). მწვავე ფსიქოზური მდგომარეობიდან გამოსავალი - გარდამავალი სინდრომების სტადიის გავლით, ორგანული რეგისტრის ნევროზისმაგვარი, აფექტური, შიზოფორმული. უკანასკნელი პროგნოზული მნიშვნელობით შედარებით არაკეთილსაიმედოა და მიუთითებს ორგანული ფსიქოსინდრომის ფორმირებაზე. განსაკუთრებით არაკეთილსაიმედო გამოსავალი ჰ.ფ-ის დროს აღინიშნება პრე- და პოსტინსულტის მდგომარეობებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9