Rus. психозы гипоксемические კლინიკური სურათი განისაზღვრება ჰიპოქსიის ხასიათით. მწვავე ჰიპოქსიას თან ახლავს მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაქციები ბინდისებური ცნობიერების სინდრომებით და ეპილეფსიფორმული გამოვლინებებით, ხანგრძლივი ჰიპოქსიის დროს - გახანგრძლივებული ასთენიურ-დეპრესიული მდგომარეობები, ემოციური ლაბილობა, სულმოკლეობა, ადინამია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.