Rus. алкогольный цироз печени არჩევენ კომპენსაციას და დეკომპენსაციას სტადიებს. კომპენსაციური სტადიის დროს აღინიშნება ანორექსია, მეტეორიზმი, დაღლილობა, აპათიურ-დეპრესიული, გუნება განწყობილებისაკენ მიდრეკილება, სპეციფიური ცვლილებები კანში სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების და თეთრი ლაქების სახით. ღვიძლი გადიდებულია, მკვრივია, მახვილი კიდით, ზოგჯერ ადგილი აქვს სიგამხდრეს, გინეკომასტიას, თმის ცვენას, სქესობრივი აქტივობის დაქვეითებას. დეკომპენსაციური სტადიის დროს გამოხატულია პორტული ჰიპერტენზია ასციტით, ეზოფაგური და ჰემაროიდული სისხლდენა, სიყვითლე სპლენომეგალიით, მძიმე შემთხვევაში – ღვიძლი უკმარისობა პრეკომით და კომით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.