Rus. психозы ревматический სიმპტომური ფსიქოზები , მიმდინარე როგორც მწვავედ, ცნობიერების დარღვევით ამენციური, დელირიული, ონეიროიდული ტიპით (უმეტესად ეს სინდრომები კლინიკურ სურათში გამოდის როგორც მისი მიმდინარეობის ეტაპები). ასევე ქვემწვავე და ქრონიკული ფსიქოზების სახით, ხშირად შიზოფრენიისმაგვარი სურათით (Дворкина И.Я., 1975). ორგანული ფსიქოსინდრომი ფორმირდება ნელა, ჭკუასუსტობა გამოხატულია უმნიშვნელოდ. ზოგჯერ აღინიშნება ეპილეფსიფორმული გულყრები. ტიპურია ასთენია გუნება-განწყობის ხშირი დისთიმიური მერყეობით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.