ფსიქოლოგიური მეთოდებით ექიმის სამკურნალო ზემოქმედების პროცესი ცალკეული ავადმყოფის ან ავადმყოფთა ჯგუფის ფსიქიკაზე. მიასიშჩევის (Мясищев В.И., 1968. 1973) მიხედვით, ფ-ის ძირითადი ამოცანაა ავადმყოფის პიროვნების შეცვლა დაავადების განვითარების მიზეზის და ხასიათის შეცნობის საფუძველზე და ავადმყოფის დამოკიდებულების შეცვლა დაავადების პათოგენური ფაქტორებისადმი. ფსიქოთერაპიის ძირითადი მეთოდების და მეთოდიკების აღწერა მოცემულია ლექსიკონის ცალკეულ სტატიებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.