Rus. психология медицинская ფსიქოლოგიური მეთოდებით შეისწავლის ავადმყოფი ადამიანის ფსიქიკის თავისებურებებს, აგრეთვე სამედიცინო მუშაკების პროფესიული მოქმედების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მათსა და ავადმყოფებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. მოიცავს პათფსიქოლოგიას, ნეიროფსიქოლოგიას, სომატოფსიქოლოგიას, ფსიქოფიზიოლოგიას, სოციალურ-ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკას სამედიცინო პრაქტიკასთან მიმართებაში, სამედიცინო პროფესიულ ორიენტაციას, ფსიქოპროფილაქტიკას, ფსიქოჰიგიენას და ფსიქოთერაპიის ფსიქოლოგიურ ასპექტებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.