Rus. психологическое время ადამიანის ფსიქიკაში დროითი დამოკიდებულებების ასახვა მისი ცხოვრებისეული გზის მოვლენებს შორის. მოიცავს: ერთდროულობის, თანმიმდევრულობის, ხანგრძლივობის, ცხოვრებისეული მოვლენების მიმდინარეობის სისწრაფის, მისი აწმყოსადმი მიკუთვნების, წარსულისა და მომავლის დაშორების, შემჭიდროების და გახანგრძლივების განცდის, წყვეტილობის და უწყვეტობის, დროის შემოფარგვლის და უსასრულობის, ასაკის და ასაკობრივი ეტაპების შეცნობის, სიკვდილის და უკვდავების, წინა სიცოცხლესთან და მომდევნო თაობასთან საკუთარი სიცოცხლის ისტორიული დაკავშირების შეფასებას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.