მოძველებული ტერმინი. პოპულარული იყო დიუბუას (Dubois P., 1909) ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ. მან ეს ტერმინი გამოიყენა ნევროზების ჯგუფის შესავიწროებლად, რომელთაც იმ დროისათვის აკუთვნებდნენ არა მარტო ფსიქოგენურ დაავადებებს, არამედ ციკლოთიმიას, ზოგჯერ ეპილეფსიას, კანკალა დამბლას. ხოროშკო (Хорошко В.К., 1913) ნევროზებს განიხილავს როგორც ფუნქციურ დაავადებებს. გამოყოფს ფ-ს და ხაზს უსვამს მის ფსიქოგენურ ბუნებას. ამჟამად. ტერმინი გამოიყენება მხოლოდ ისტორიულ ასპექტში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.