Rus. психопатия параноическая დამახასიათებელია უნდობლობა, ეჭვიანობა, არაგულწრფელობა. აფექტის რიგიდობა, ინტერესების შევიწროება, ჯიუტი მსჯელობა, დაჟინებულობა, რეზონიორობისადმი მიდრეკილება. ცალმხრივი და პარალოგიკური აზროვნებისადმი ტენდენცია (Гуревич М.О., Сухарева Г.Е., 1959). არასასურველ სიტუაციაში ადვილად აღმოცენდება ზეღირებული იდეები, რაც ხდება პარანოიული განვითარების წყარო, ამას ხელს უწყობს ეგოცენტრიზმის მოვლენები, გარშემომყოფებთან საკუთარი თავის დაპირისპირებისადმი მიდრეკილება, შინაგანი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, შეურიგებელი პოზიცია ნებისმიერი უსამართლობის მიმართ. პ.ფ-ის ფარგლებში გამოყოფენ ორ პოლარულ ვარიანტს: ექსპანსიური ვარიანტი - ეჭვიანობის, მოდავეობის ბოდვით, კონფლიქტებისა და რეფორმატორობისადმი მიდრეკილებით. მოიცავს აგრეთვე ფანატიკოსების ჯგუფს, რომლებიც საკუთარ თავს უძღვნიან ერთ საქმეს. ერთ იდეას; სენსიტიური ვარიანტი - ხასიათდება კონტრასტული პიროვნული ხაზებით - ასთენიური, სენსიტიური სთენიურობით, სენსიტიური წრის პირებს აქვთ მიდრეკილება მყარი, გამოხატული ფსიქოგენური რეაქციებისადმი სხვადასხვა ეთიკური კონფლიქტების გამო, აღენიშნებათ სენსიტიერი ბოდვის წარმოქმნა პარანოიალური განვითარების ფარგლებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.