Rus. психопатия круга мозаичных განუშკინის (Ганушкин И.Б., 1933) მიხედვით. ფ-ის შერეული ტიპი. მოზაიკურობა დამახასიათებელია უმრავლესი ფ–ის სტრუქტურირების სტადიისათვის. თუმცა. ფ-ის ფორმირების ეს დროებითი ეტაპი შემდგომში იცვლება განსაზღვრული პიროვნულ-ანომალიური სტრუქტურის ფორმირებით (Гурьева В.А., Гиндикин В.Я., 1980). მოზაიკურობა დამამთავრებელ ეტაპზე რჩება მხოლოდ მოზაიკური პიროენებების ჯგუფში. რამდენიმე პიროვნული თვისების ერთობლიობა უმეტესად იწვევს მათ ურთიერთგაძლიერებას. მაგ., ეპილეფსოიდური და ასტეროიდული ფსიქოპათიური საზების ერთობლიობა. მათი ნეიტრალიზაცია აღნიშნულია ლეონჰარდის (Leonhard K., 1968) მიერ პიროვნების აქცენტუაციის ანანკასტიური და ისტერიული თავისებურებების თანაარსებობის დროს. აღწერილია ფსიქოპათიური ხაზების სხვადასხვა თანაარსებობა - ისტერიული და ეპილეფსოიდური; შიზოიდური და ციკლოიდური; აგზნებადი და არამყარი; ასთენიური და ისტერიული და სხვ. მყარი ღერძული (ობლიგატური) ფსიქოპათიური სინდრომის არსებობა მ.წ.ფ-ის ფორმირების დროს დადგენილი არ არის (Гурьева В.А., Гиндикин В.Я.б 1980)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.