Rus. психопатия шизоидная მოიცავს მრავალფეროვან პიროვნულ გამოვლინებებს, რომელთათვისაც საერთოა აუტიზმი. პირველი გამოვლინებები 3-4 წლის ასაკშია. ძირითადი სიმპტომატიკა – გარე სამყაროსაგან იზოლირება, გულჩათხრობილი ხასიათი, დისჰარმონიულობა, გარეგნობის და ქცევის ემოციური გამოვლინებების პარადოქსულობა, გატაცების თავისებურება, ორიგინალობა. შიზოიდური ჰიპერესთეზიური პროპორციის არსებობა განაპირობებს ანომალიურ-პიროვნული გამოვლინებების მნიშვნელოვან დიაპაზონს, მისი პოლუსები წარმოდგენილია სენსიტიური და ექსპანსიური ვარიანტებით. სენსიტიური შიზოიდები არიან მეტისმეტად მგრძნობიარენი. დიდხანს განიცდიან წყენას, უხეშობას, აქვთ მიდრეკილება ზედმიწევნითი თვითდაკვირვებისადმი საკუთარი თავის ტანჯვამდე, არიან მეოცნებენი, ადვილად ასთენიზდებიას და ამავე დროს, არიან თავმოყვარენი. აქვთ მიდრეკილება შიზოიდური ტიპის რეაქციებისადმი; ფსიქოგენურ-მატრავმირებელ სიტუაციაზე საპასუხოდ -– დათრგუნულობა, მოდუნება, გარე სინამდვილისაგან განდგომა, უნდობლობა, მადის დაკარგვა, ცუდი ძილი. შესაძლებელია დამოკიდებელების იდეები. შიზოიდური რეაქციები გაივლის არასასურველი სიტუაციის გავლასთან ერთად. ექსპანსიური შიზოიდები არიან გაბედულები, აქვთ მიდრეკილება მერყეობისადმი, ექსპლოზიური რეაქციებისადმი, გარშემომყოფებისადმი არიან გულგრილი, განურჩვვლები და ამავე დროს - არათვითდაჯერებულები, საკუთარი ბედით უკმაყოფილონი. აღენიშნებათ პარანოიდული რეაქციები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.