A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოპათია ციკლოიდური

Rus. психопатия циклоидная
აფექტური ფ-ის სახე. ციკლოიდური წრის ფსიქოპათიური პიროვნებები გამოირჩევიან სინტონიურობით, გულღია ხასიათით, გულთბილი დამოკიდებულებით, კეთილგანწყობით, რეალისტური განწყობით, მიდრეკილი არ არიან ფანტაზირებისადმი. მათი ძირითადი თავისებურებაა გუნება-განწყობის ცვალებადობის ავტოქთონურად აღმოცენება აფექტური ფაზების – ჰიპომანიაკალური და სუბდეპრესიული ტიპით. არსებობს შეხედულება ც.ფ-ის ციკლოთიმიასთან გაიგივების თაობაზე. ფაზური მერყეობა პირველ შემთხვევაში არ აღწევს პათოლოგიურ დონეს. ხოლო ენდოგენური დეპერსიები და აფექტური ფსიქოზები ციკლოიდურ ფსიქოპათებში აღინიშნება უფრო იშვიათად. ვიდრე შიზოიდებმი და ფსიქასთენიურ პიროვნებებში (Petrilowitch N., 1960, LeonhardK., 1968; Личко А.Е., 1977)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9