A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოპროფილაქტიკა

Rus. психопрофилактика
ზოგადი პროფილაქტიკის ნაწილი, ატარებს ფსიქიკური დაავადებების თაეიდან აცილების ღონისძიებებს. ფ. პირველადი მოიცავს ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ადამიანზე ფსიქიკური შემოქმედების შესასწავლად, მისი ფსიქიკის თვისებებს და ფსიქოგენური და ფსიქოსომატური დაავადებების თავიდან აცილების შესაძლებლობებს. ფ. მეორეული ღონისძიებები, მიმართული სიცოცხლისათვის საშიში ან უკვე არსებული ფსიქიკური ან სხვა დაავადებების არაკეთილსასურეელი მიმდინარეობის თავიდან ასაცილებლად. მისი მიზანია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების ადრეული დიაგნოსტიკა, პროგნოზი და თავიდან აცილება, დროელი მკურნალობა და კორექციის ადეკვატური მეთოდების გამოყენება შედარებით სრული რემისიების მისაღწევად, ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია, დაავადების რეციდივის შესაძლებლობის გამორიცხვა. ფ-ის მესამე მიმართულება მოწოდებულია ინვალიდობის ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9