Rus. психосоматическое балансирование კორელაცია შეუქცევადი პროპორციონალობის ტიპით ფსიქიკურ და სომატურ გამოვლინებებს შორის რიგი ფსიქიკური, განსაკუთრებით მოსაზღვრე ფსიქოსომატური დაავადებების კლინიკაში, კრასნუშკინი (Краснушкин Е.К.) ფ.ბ-ს თვლიდა საყოველთაო კანონად, რომელიც განსაზღვრავს დამოკიდებულებას სომატურ და ფსიქიკურ პათოლოგიებს შორის, ენდოგენური დეპრესიების დროს ვეგეტატიურ-სომატური გამოვლინებების ინტენსივობა მით უფრო მეტია, რაც უფრო სუსტია დეპრესია (Краснушкин Е.К., 1912; Бирюкович И.В., 1960; Невзорова Т.А., Дробижев Ю.З., 1962). იგივე მოვლენაა აღნიშნული სოროკინას (Сорокина Т.Т., 1981) მიერ ლატენტური დეპრესიების დროს. შიზოფრენიის დროს იპოქონდრიულ სიმპტომთა წარმოქმნა თავისი გამოხატულების ხარისხით უკუკავშირშია ავადმყოფის სომატურ პათოლოგიასთან (Блейхер В.М., 1957)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.