Rus. психотропные вещества ნივთიერებები, რომლებიც ახდენს სპეციფიკურ ზემოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე და ცვლის მისი რომელიმე ფუნქციის მოქმედებას. 1971 წ. ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მიღების შემდეგ სარგებლობს იურიდიული სტატუსით, შეტანილია სპეციალურ სიაში და ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს. მათი უდიდესი ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.