მეცნიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და შენარჩუნების ღონისძიებათა სისტემის შესახებ უშუალოდ დაკავშირებულია ფსიქოპროფილაქტიკასთან, ფსიქიკური დაავადების აღმოცენების და განვითარების თავიდან აცილებასთან. ფ-ის დარგები გამოირჩევა როგორც ღონისძიებათა შესაბამისი ასაკობრივი პერიოდების (მაგ., ფ. ბავშვთა ასაკისა, მოზარდთა, მოზრდილთა), ასევე ადამიანის მოღვაწეობის ხასიათის (ფსიქოჰიგიენა შრომისა, ფსიქოჰიგიენა სასკოლო და ა.შ) მიხედვით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.